ღია წერილი

 

საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მამულიშვილებს!

"ქართული იდეა რომ განხორციელდეს, უნდა გაერთიანდეს სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევა“. - ილია II 


საქართველოს უახლესი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ტკივილიანი ფურცელია ჩვენი ერის მატიანეში. თავისუფლების გზაზე შემდგარმა ქართველობამ და მისმა ეროვნულმა მოძრაობამ დროშად წარიმძღვარა სულმნათი ილიას გამომაფხიზლებელი იდეოლოგია: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს", მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიეთ ჭეშმარიტ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. 

თავისუფლებისათვის ბრძოლაში ქართველობას არ გვაკლდა სიყვარული, მაგრამ გვაკლდა ერთგულება (რაზეც მეტყველებს ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა ლიდერის ტრაგიკული აღსასრული), არ გვაკლდა მეგობრობა, მაგრამ გვაკლდა ერთობა, არ გვაკლდა თავდადება, მაგრამ გვაკლდა აღმსარებლობა... მოკლედ რომ ვთქვათ, გვაკლდა ყველაზე მთავარი - ეკლესიური ცნობიერება, ქრისტეში ერთობა. 

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში მოხვედრილი ურეიტინგო პარტიები და პოლიტიკოსები არ გამოხატავენ ქართველი ერის ინტერესებსა და ნება-სურვილს. ჩვენი უბედურების უმთავრეს მიზეზად დღესაც რჩება ღვთის ნაცვლად პოლიტიკურ მოხერხებულობასა და უცხოელ „პატრონებზე“ იმედის დამყარება. ამიტომაა, რომ ხელისუფლებისათვის მისაღებია არა ის, რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, არამედ ის, რასაც საქართველოსათვის "სასარგებლოდ" უცხოეთში მიიჩნევენ. არავინ ამბობს, რომ მსოფლიოში რეალურად არსებულ გავლენიან ძალებს ანგარიში არ გავუწიოთ, პირიქით, უნდა გავუწიოთ, ეს ბუნებრივი და აუცილებელიცაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა ავანტიურისტულ ხასიათს შეიძენს. უბრალოდ, ქართველ პოლიტიკოსთა უდიდეს ნაწილს არ გააჩნია მყარი მსოფლმხედველობა, ეროვნული ღირსების განცდა და ისინი მუდამ სხვისი იდეოლოგიური ნასუფრალის შემყურედ რჩებიან. 

მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კონტროლირებადი მედიის მიერ ქართული სულიერებისა და ცნობიერების წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა. საქართველოს სახელწიფოებრივი წინსვლა დამოკიდებულია ქვეყნის იდეოლოგიისა და პოლიტიკის სწორ განსაზღვრასა და შემუშავებაზე. 

ნაცმოძრაობის რეჟიმის უცხოელი ლობისტების მიერ თავსმოხვეული საშინაო თუ საგარეო კურსის გაგრძელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფოებრიობას. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ იქცეს დესტაბილიზაციის კერად და ნატო-რუსეთის დაპირისპირების კიდევ ერთ ახალ პოლიგონად.
მართლმადიდებლობა - როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საფუძველი! - ასე გვესახება ქართული იდეა.

პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით, ეს იქნება არა ორიენტირებული, არამედ დაბალანსებული, თვითმყოფადი ქვეყნის თვითმყოფადი პოლიტიკა. ისტორიულად სწორედ ასეთი გამოცდილებაა საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული და გასაზიარებელი: ავთენტური და არა - მკვეთრად გამოხატული დასავლური, აღმოსავლური თუ ჩრდილოური ორიენტაციები; არა - მკვეთრი გადახრა რომელიმე მიმართულებით, არამედ - ბუნებრივად განსაზღვრული გეოპოლიტიკური და გეოკულტურული ხიდის როლის შესრულება; არა - ადაპტირება, არამედ - თვითმყოფადობა; შემეცნება და არა - გადმოღება; მართლმადიდებლურ-ეროვნულ პრიზმაში გარდასახვა და არა კომპილირება. სწორედ ასეთი პოლიტიკა ქმნის საუკეთესო პირობებს ჩვენი ეროვნულობისა და სარწმუნოების სიწმინდის დაცვისათვის, რაც უნდა წარმოადგენდეს ქართული სახელმწიფოს უპირველეს და უმაღლეს დანიშნულებას. ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორია იცის, უთუოდ შეამჩნევს, რომ საქართველო და ქართველი ერი იმით არის გამორჩეული, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი ზნე-ჩვეულებანი, ცნობიერება და ადათ-წესები ქრისტიანობას შეეთვისა, შეენივთა და, ისტორიულად, ქართველობა მართლმადიდებლობასთან გაიგივდა. 

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აღიარებს ისტორიულ მემკვიდრეობითობას, არა მხოლოდ ტერიტორიულ-მატერიალურს, არამედ სულიერს, ზნეობრივს, კულტურულს. აღიარებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას, ნდობას უცხადებს ამ მსოფლმხედველობის ისტორიულ მესაჭეს და მქადაგებელს – საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. მიიჩნევს მას ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლად. ეს ისტორიული მადლიერება და სამართლიანობა ერისა ეკლესიისადმი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ასახული და აყვანილი იყო სახელმწიფოებრივ რანგში და მის გარანტად მირონცხებული მეფე გვევლინებოდა. სწორედ ამ გზით იშვა “ძლევაი საკვირველი” და ამ გზით მავალმა საქართველომ სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად, სოციალურად, და, რაც მთავარია, ზნეობრივად, უმაღლეს საფეხურს მიაღწია. რაც შეეხება მადლიერებასა და სამართლიანობას ჩვენს დროში, იგი, ნაწილობრივ, იურიდიულ-სამართლებრივი თვალსაზრისით აისახა (იმედია, მომავალში მაინც ამოქმედდება) სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაში,(კონკორდატი) რომლის მიხედვითაც აღიარებულია ეკლესიის განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, და აქედან გამომდინარე, აღიარებულია მისი, როგორც ერის სულიერი წინამძღოლის, უფლებებიც. ამიტომ, ის, ვინც უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების ამოქმედებას, ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მემკვიდრე, არა მხოლოდ სულიერი, არამედ უკვე სამართლებრივი თვალსაზრისითაც.

დღეს უკვე მწვავედ დადგა საკითხი ეროვნულ-ეკლესიური ძალების კონსოლიდაციისა, რომელიც ბუნებრივად ჩაუდგება სათავეში ქართული სახელმწიფოს შენებას. ორასწლოვანი კოლონიალიზმით, ბოლშევიკური, დაბოლოს “ლიბერალური რევოლუციებითა” თუ ექსპერიმენტებით დაღლილ-დაქანცული და მოტყუებული ქართველობა ნელ-ნელა ხვდება, რომ საკუთარ ფესვებთან დაბრუნების გარეშე საქართველოს აღორძინება შეუძლებელია.

ის, რომ მართლმადიდებლობამ, როგორც განმსაზღვრელმა და მთავარმა შინაარსმა ქართული სულიერებისა, ცნობიერებისა და კულტურისა, ვერა და ვერ შეიძინა პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძვლის სტატუსი, მძიმე და საშიშ ცოდვად აწევს თითქმის ყველა თანა მ ე დ რ ო ვ ე პოლიტიკურ მოღვაწეს საქართველოში. სამაგიეროდ, ბაძავენ პატრიოტული გამოვლინებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების აშკარა უარმყოფელებს, ხან მარჯვნივ გადაიხრებიან, ხან მარცხნივ, და ავიწყდებათ, რომ: “არცა მარჯულ, არცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ” (2სჯ. 5.32,17.11). 
როდესაც ქართულ იდეის განხორციელებაზეა საუბარი, აქ აუცილებელია, მართლმადიდებლობა განვასხვაოთ “ფუნდამენტალიზმისაგან”. 

მართლმადიდებლობის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საფუძვლად მიჩნევა ჩვენი ისტორიული უფლებაა და მემკვიდრეობის პრინციპს ეფუძნება. იდეოლოგია, დამყარებული უაღრესად მშვიდობიან, ჰუმანურ და ზნეობრივ საფუძველზე ოფიციალურად მისაღები უნდა იყოს, როგორც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ასეთ ქვეყანაში ადგილი არ ექნება პიროვნების ზნეობრიობაზე დაფუძნებული უფლებების, რელიგიური გრძნობებისა და ეთნიკური ღირსებების ხელყოფას. 

მსოფლიო დგას ისტორიის გარდამტეხი მომენტის - ცივილიზაციების კონფლიქტის საშიშროების წინაშე. იმ ცივილიზაციებისა, რომელთაც განსხვავებულად ესმით ადამიანი და მისი დანიშნულება. ადამიანი, როგორც ღმრთის ხატი, განსაკუთრებულად ფასეული და ღირებულია. მისი ამ ღირებულების ხელყოფა არ შეიძლება. მას პატივს უნდა სცემდეს სახელმწიფო, საზოგადოება და ყოველი ჩვენგანი. მარადიულ ზნეობრივ კანონს ადამიანის სულში მყარი საფუძველი აქვს, რომელიც არ არის დამოკიდებული კულტურაზე, ეროვნულობაზე, ცხოვრებისეულ გარემოებებზე. ადამიანის ბუნებაში ეს საფუძველი ჩადებულია შემოქმედის მიერ და ვლინდება სინდისში. მაგრამ სინდისის ხმა შეიძლება დაახშოს ცოდვამ. სწორედ ამიტომა კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხელშესაწყობად მოწოდებული რელიგიური ტრადიცია, რომლის პირველწყაროსაც ღმერთი წარმოადგენს. ადამიანის უფლებებს საფუძვლად ადამიანის ღირებულება, ფასეულობა უდევს და ისინი მიმართული უნდა იყოს მისი ღირსების რეალიზაციისკენ. ამიტომ ადამიანის უფლებათა შინაარსი არ შეიძლება, არ იყოს ზნეობასთან დაკავშირებული. ამ უფლებათა ზნეობრიობისაგან მოწყვეტა მათ პროფანაციას წარმოადგენს, ვინაიდან არ არსებობს უზნეო ღირსება.

ამ თვალსაზრისით ჩვენ პატივს ვცემთ არა მხოლოდ სამოქალაქო, პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ, ასევე, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს, რადგან, უფლებები და თავისუფლებები ადამიანის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ადამიანი, იღწვის რა თავისი ინტერესების განხორციელებისათვის, უნდა უფარდებდეს მათ თანამოქალაქის, ადგილობრივი თემისა თუ საზოგადოების პოზიტიურ ინტერესებს.

არსებობს ფასეულობები, რომლებსაც ადამიანის უფლებებზე დაბლა ვერ დავაყენებთ. ასეთი ფასეულობებია: რწმენა, ზნეობა, სიწმინდეები, სამშობლო. როდესაც ეს ფასეულობები და ადამიანის უფლებათა განხორციელება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, საზოგადოება, სახელმწიფო და კანონი მათ ჰარმონიულ თანაფარდობას უნდა უზრუნველყოფდეს. არ შეიძლება, დავუშვათ სიტუაციები, რომლის დროსაც ადამიანის უფლებათა განხორციელება თრგუნავს რწმენასა და ზნეობრივ ტრადიციებს, რასაც მივყავართ რელიგიური და ეროვნული გრძნობების, სათაყვანებელი სიწმინდეების შეურაცხყოფამდე, საფრთხეს უქმნის სამშობლოს არსებობას. საშიშად მიგვაჩნია ისეთი “უფლებების” “გამოგონება”, რომლებიც დაგმობილია ადგილობრივი ტრადიციული ზნეობითა თუ ყველა ისტორიულად არსებული რელიგიებით.

ჩვენ უარვყოფთ ადამიანის უფლებების სფეროში ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას, ასევე - მცდელობებს, გამოიყენონ ეს უფლებები პოლიტიკური, იდეოლოგიური, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების, ასევე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის თავს მოსახვევად.
ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა კეთილი განზრახვის მქონე ძალასთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ამ თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროებად უნდა იქცეს: ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულის მიმართ შეუწყნარებლობა; ხელისუფალთა და დამქირავებელთა მხრიდან განუკითხაობისაგან პიროვნების დაცვა; სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებზე ზრუნვა; თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებზე ზრუნვა; დესტრუქციული სექტების მსხვერპლთა დაცვა;

ქართული იდეის განხორციელება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ არაეკლესიური ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა თავს “მეორეხარისხოვან” მოქალაქედ იგრძნობს, ანდა მარხვის დღეებში მკაცრად აიკრძალება არასამარხვო ნაწარმის გაყიდვა, ან მოხდება მსგავსი სხვა რამ - არამც და არამც! პირიქით, ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ, ჩვენივე უგუნურებით, ძალაუფლებას ღვთისმგმობელ “ლიბერალებს” ჩავუგდებთ ხელში. ეს იქნება სატანური სიბნელე და ტერორი, რომლის დანერგვასაც “თავისუფლების”, “დემოკრატიისა” და “ადამიანის უფლებათა დაცვის” საბაბით შეეცდებიან. ეკუმენიზმს “ტოლერანტობად” შერაცხავენ, უზნეობასა და გარყვნილებას კი - “თავისუფლებად” და, ვაი, მას, ვინც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას გაბედავს. იმ წუთში მიაკერებენ ფუნდამენტალისტის, ფანატიკოსის ან კრიმინალის იარლიყს და, თუ დროზე “გონს არ მოეგო”, ფიზიკურადაც გაუსწორდებიან.

ქართული იდეის გამარჯვება კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ყოფა გამსჭვალული და გამდიდრებული იქნება საუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციებით, რომ თითოეულ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ეცოდინება საკუთარი ერის ისტორია და კულტურა, ისევე, როგორც მსოფლიოს ისტორია და კულტურა, და უკეთესადაც, ვიდრე მათმა მშობლებმა და ორასწლოვანი კოლონიალიზმის ქვეშ მცხოვრებმა წინაპრებმა იცოდნენ. 

ჩვენი ისტორიის მანძილზე არაერთხელ დამდგარა ძნელბედობის ჟამი და, მაშინაც კი, როცა საქართველო ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამთავროებად იყო დაყოფილი, ერის სულიერი მთლიანობისა და ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გარანტად მხოლოდ ეკლესია რჩებოდა. დღესაც ცდილობს იგი შემოიკრიბოს, დაუბრუნოს ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა და უწინამძღვროს საუკუნოვანი მონობით გზააბნეულ შვილებს:
“წინასწარმეტყველი ამბობს: “უფალმან ძალი ერსა თვისსა მისცეს” - სულ ამას მივტირით მთელი ისტორიის მანძილზე, ძალა ჰქონდეს საქართველოს, რომ შინაურ თუ გარეულ მტერს გაუძლოსო. იმისათვის, რომ ძალი ღვთისა მივიღოთ, ერი უფლისა უნდა ვიყოთ; რადგან უფალი თავის ერს აძლევს ძალას. ჩვენმა ერმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა მშველელი, გარდა უფლისა, არ არსებობს და რომ ძალის მომცემიც მხოლოდ იგია” - ილია II (საქ. კათოლიკოს-პატრიარქი). 

დასასრულ, თუ გვსურს, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს რეალურად დამოუკიდებელი. არა მანიპულირების ობიექტი, არამედ - სუბიექტი, არა მოსამსახურე და სხვისი მოწყალების შემყურე, არამედ თავისი თავის პატრონი და განმგებელი, გავერთიანდეთ სამშობლოს საკეთილდღეოდ და გულისხმავყოთ წმინდა ილია მართლის ღირსეული მემკვიდრისა და მოსახელის - კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოწოდება:
"საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების
დამცველი და მისი ნების აღმასრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი". 
და მართლაც, მოდით გავხდეთ ღვთის მცნების დამცველნი, დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი და მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენთან არს ღმერთი და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა - ამინ! 

P.S. გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, რათა საერთო ძალისხმევით განვახორციელოთ ქართული იდეა.

 


 

ჩვენი უბედურების მთავარი მიზეზი!

 ,,ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ1.7,23).

 ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და ამომრჩეველი დაყოფილია ორ ნაწილად, დასავლეთის და რუსეთის მომხრეებად. სანთლით საძებნია ისეთი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ქართული იდეის გამტარებლები არიან. საიდან მოვიდა ეს უცხოთმოყვარეობა, რომელმაც ასეთი დამანგრეველი შედეგები მოგვიტანა? ვინ დანერგა საქართველოში ის აზრი, თითქოს ყოველივე უცხოური მართლაც საუცხოოა? ასეთი აზროვნება ხომ სათავეს მონური ფსიქოლოგიიდან იღებს?! 

მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ქართველის ცნობიერებას სისტემატურად ამუშავებდნენ. საქართველო ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რადგან ის მოსკოვის რომელიღაც პლენუმზე ახსენეს. ამჟამად ამგვარი დამოკიდებულება დასავლეთზე გადავიდა. სხვათა მიერ შეფასება-აღიარება აუცილებლობას იმ საზოგადოებისთვის წარმოადგენს, რომელსაც ღირსების განცდა არ აქვს. მაგრამ რა ვუყოთ ამ მაგიურ სიტყვებს: ერთმა ამერიკელმა სენატორმა, ნატოს ერთმა მაღალჩინოსანმა მოგვიწოდა... და მერე საქართველოში აღარავინ კითხულობს, ვინ არიან ეს კონგრესმენ-სენატორები და ნატოს მაღალჩინოსნები, არიან თუ არა ისინი სანდო რეპუტაციის მქონე ავტორიტეტული ადამიანები? ან თუ არიან, არის თუ არა მათი რეკომენდაცია საქართველოსათვის უპირობოდ მისაღები? დღევანდელ საქართველოში სიტყვები: ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი... უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მათ ყველაფერი დაუჯერონ. ამ მონური ფსიქოლოგიის ხალხისათვის მისაღები ხდება არა ის, რაც სასარგებლოა საქართველოსათვის, არამედ ის, რასაც საქართველოსათვის "სასარგებლოდ" უცხოეთში მიიჩნევენ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ არც ამერიკას და არც რუსეთს ბევრი ოფლის დაღვრა არ სჭირდებათ ჩვენი პოლიტიკოსების გადაბირებაზე. პირიქით, ქართველი პოლიტიკანები თავად დარბიან ვაშინგტონსა თუ მოსკოვში და აქეთ ეხვეწებიან უცხოელებს თქვენს ერთგულ კაცებად გვიგულეთო. ზოგიერთ მათგანს უკვე მერამდენედ უთხრეს უარი და განუცხადეს არ გვჭირდებითო, მაგრამ ხელისუფლებას დახარბებული ეს პოლიტიკანები ლობისტურ კომპანიებს ქირაობენ და ათას გზას ეძებენ მათ საჭიროებაში "დიდი მეგობრების" დასარწმუნებლად.

აი, ასეთი სულმოკლე ხალხითაა გაჯერებული ჩვენი პოლიტიკური ველი. ხოლო იმ ღირსეულ ერთეულებს, რომლებიც ეკლესიურად და ეროვნულად აზროვნებენ და არავის მონობას აზრადაც არ გაივლებენ, თავად საქართველოს მოსახლეობა და მისი ამომრჩეველი არ აძლევს გასაქანს ერში მყარად ფესვგადგმული მონური მიდგომის გამო: - „დიდი სახელმწიფოებისათვის მისაღები „ლიბერალი“ გვირჩევნია ქართულად მოაზროვნეს!“...
ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და დავაკვირდეთ „კოლექტიური აზროვნების“ შედეგად მიღებულ ფრაზებს: - "ეს ამერიკის კონგრესში მიღებული კაცია, თეთრ სახლშიც იცნობენ და გადაგვარჩენს... კრემლში მაგარი კონტაქტები აქვს და ეს თუ გვიხსნის“... რა სენითაც არის შეპყრობილი საზოგადოების დიდი ნაწილი, იგივე ავადმყოფობით არის დასნებოვნებული ქართული პოლიტიკაც.

არავინ ამბობს, მსოფლიოში რეალურად არსებულ გავლენიან ძალებს ანგარიში არ გავუწიოთ. პირიქით, უნდა გავუწიოთ, ეს ბუნებრივი და აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა ავანტიურისტულ ხასიათს შეიძენს, საუბარია იმაზე, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს და შესაბამისად პოლიტიკოსთა უმრავლესობასაც არა აქვს მყარი მსოფლმხედველობა, ეროვნული ღირსების განცდა და ის მუდამ სხვისი იდეოლოგიური ნასუფრალის შემყურედ რჩება. ვიდრე ამგვარი ცნობიერება იბატონებს ჩვენს ხალხს და ქართულ ეროვნულ ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს!

 

 


 

 

კონსტიტუციური (სახალხო) მონარქიის შესახებ 

შესავალი

 

ორასწლოვანი კოლონიალიზმით, ბოლშევიკური და ფერადი რევოლუციებითა თუ "ლიბერალური ექსპერიმენტებით" დაღლილ-დაქანცული და იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა აცნობიერებს და რწმუნდება, რომ საკუთარ ფესვებთან დაბრუნების გარეშე საქართველოს ღირსეული განვითარება შეუძლებელია. 
ბოლო ჟამს დაწყებული ანტიეკლესიური და ანტიეროვნული კამპანიის მიუხედავად ჩვენი საზოგადოების 80%-ზე მეტი კვლავ მართლმადიდებელ ეკლესიას უცხადებს ნდობას, აღიარებს საქართველოს არა მხოლოდ ტერიტორიულ-მატერიალურ, არამედ სულიერს-ზნეობრივ და კულტურულ მემკვიდრეობასაც, ნდობას უცხადებს ქართული ცნობიერების ისტორიულ მესაჭეს და დამცველს – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მიიჩნევს მას ერის სულიერ წინამძღოლად. 
ეკლესიის მიმართ ერის ეს ისტორიული მადლიერება და სამართლიანობა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ასახული და აყვანილია სახელმწიფოებრივ რანგში და მის გარანტად მირონცხებული მეფე გვევლინება. სწორედ ამ გზით იშვა “ძლევაი საკვირველი” და ამ გზით მავალმა ქართველობამ სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად, სოციალურად, და, რაც მთავარია, სულიერ-ზნეობრივად უმაღლეს საფეხურს მიაღწია. რაც შეეხება მადლიერებასა და სამართლიანობას ჩვენს დროში, ამაზე ყველა საქართველოს მოქალაქემ, განსაკუთრებით მათ, ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევენ, საკუთარი გააზრებული პოზიცია უნდა დააფიქსირონ, მით უმეტეს, რომ ძალადობრივად გაუქმებული მონარქიის თანამედროვე სახით (კონსტიტუციური მონარქია) აღდგენის პროცესის დაწყების მომსწრენი ვხდებით. 
საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყოს მეფის ინ
სტიტუტის წინააღმდეგ. ქართველ ერს არასოდეს უთქვამს უარი მონარქიაზე. ჩვენ არც მეფე ჩამოგვიგდია, არც სამეფო ოჯახი დაგვიხოცავს, არც რეფერენდუმით გაგვიუქმებია მონარქია. ჩვენ ის ავტოკეფალიასთან ერთად ძალით გაგვიუქმეს. ამიტომ, ბუნებრივი კანონზომიერება და ისტორიული სამართლიანობა იქნება თუ ქართველ ხალხ თავად გადაწყვტს მონარქიის ბედ საქართველოში. 
კონსტიტუციური მონარქიის აუცილებლობაზე ფიქრისკენ მოგვიწოდა თავის ქადაგებაში ჩვენმა უწმინდესმაც: - „1801 წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო, აღედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია... მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობის და ყოველი ადამიანის დაცვისა და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებ იფიქროს.“ 
ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა მეფობის იდეა არ უნდა მიიღოს როგორც კეთილი სურვილი, რომანტიკული ან ტკბილი მოგონება, არამედ როგორც წმინდა წერილის შემადგენელი ნაწილი. წმინდა თეოდორე სტუდიელი ბრძანებს: - "ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით".
ბიბლია და მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო წიგნებში მეფეთათვის აღვლენილი მრავალრიცხოვანი ლოცვები მიუთითებენ სწორედ მონარქიის, როგორც ღვთივკურთხეული სახელმწიფო მოწყობის შესახებ, მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: 
"
საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისათვის: ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამენის მხრიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ: იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია. დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე". (1მეფ. 9, 15-17)
"
ამეტყველდა დანიელი და თქვა: "კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა. იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს". (დან. 2, 20-21).
"
უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისაგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე... აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს ( 1მეფ. 16, 1,13).
"
ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყველთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ". (ფსალმ. 104,15). 
სახელმწიფოს მთავარი უჯრედი არის ოჯახი, რომელშიც მამა ბუნებრივადაა ოჯახის უფროსი, შვილი კი - ქვეშევრდომი; მამის ხელმწიფობა ოჯახში არ გახლავთ ოჯახური ("დემოკრატიული") არჩევნების შედეგი, არამედ მას იგი ბუნებრივად მიეცა საღვთო სჯულით. როგორც ოჯახური, ასევე მონარქიული წეს-წყობილება ღვთისგან ადამიანის ამსოფლიური ცხოვრებისთვის არის დადგენილი და ისტორიაც ამტკიცებს, რომ როგორი და რაოდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მონარქიას, მისი ხსენებაც კი იმ ბოროტების გვერდით, რაც რევოლუციებს (მათ შორის ხავერდოვნებს) მოაქვთ ერებისთვის, უსამართლობა და ურცხვობა იქნება. 
ეკლესია და მართლმადიდებლური სამეფო, როგორც სული და სხეული, ისე ქმნიან ერთ ცოცხალ ორგანიზმს. ცხადია, ეკლესიას ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის გარეშეც შეუძლია არსებობა, როგორც სულს - სხეულის გარეშე, მაგრამ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა.
მართლმადიდებელი მეფე ღვთისმსახური და უფლის ნების აღმასრულებელია, ხოლო მართლმადიდებელი სამეფო - საღვთო განგებულების იარაღი. რაც შეეხება ეკლესიას, იგი არ იღებს ხელში ამსოფლიურ ძალაუფლებას, თუმცა ამქვეყნიურ ხელისუფლებასაც და ცხოვრებასაც შინაგან შინაარსს აძლევს.

 

მეფე თუ პრეზიდენტი?


საქართველოში ხელისუფლების სათავეში მოხვედრა ბევრს ცხოვრების მიზნად აქვს დასახული. მეფის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს, მდიდარი იქნება ის, თუ "გაქნილი" პოლიტიკოსი, უსათუოდ ეცოდინება, რომ საერო იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას მეფე. მეფისთვის პირველკაცობის პრობლემა არ არსებობს. მისთვის საკუთარ ხალხზე ზრუნვა ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე. ეს ადგილი მას 5 წლის ვადაში რაც შეიძლება მეტის სწრაფად მოხვეჭისათვის არ მოუპოვებია. ეს ქვეყანა ისედაც მისი და მისი შთამომავლებისაა. მას არ სჭირდება არჩევნებში გამარჯვება და ამისათვის რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ დაჯგუფების მიმხრობა და შესაბამისად - სხვების წინააღმდეგ წასვლა. ის, უბრალოდ მეფობისთვის დაიბადა და სამეფოდ გაზარდეს. იმთავითვე ყველაფერი გარკვეულია.
მეფე, როგორც ზეპარტიული, აპოლიტიკური, ნეიტრალური ლიდერი იქნება გარანტი ერის კონსოლიდაციისა და გაერთიანებისა. უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტისგან განსხვავებით, მეფე არის როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობის, ისე უმცირესობის სახელმწიფო მეთაური, მთელი ერის სახე, სიმბოლო და რაც მთავარია, ნეიტრალური არბიტრი, რადგან მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად.
მეფე არის სტაბილურობისა და კონსტიტუციურობის გარანტი, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს. იგი როგორც ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი უზრუნველყოფს რომ ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, ან უკანონოდ მისი მითვისება (მაგ.- ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I, რომელიც წინ აღუდგა 1981 წლის 23 თებერვლის სამხედრო გადატრიალებას).
დღეს მსოფლიოში 41 ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. ევროკავშირის და NATO-ს წევრი 26 ქვეყნიდან - 8 ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, დანია, ასევე კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებია. მსოფლიოს შვიდი ყველაზე დიდი ინდუსტრიული ქვეყნის ერთობაში, ე.წ. "დიდ შვიდეულში" 3 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია) სახელმწიფო მოწყობაც - კონსტიტუციური მონარქიაა.
დღეს, სწორედ კონსტიტუციური მონარქიის მქონე ქვეყნები გამოირჩევიან პოლიტიკური სტაბილურობითა და ეკონომიკური კეთილდღეობით, რაც ასე გვაკლია თანამედროვე ქართველობას და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერის ღირსეული განვითარებისათვის.
მეფე არ დააწვება მძიმე ტვირთად ისედაც სიდუხჭირეში მყოფ ჩვენს მოსახლეობას, პირიქით მონარქიის აღდგ
ენის შემთხვევაში ქვეყანა თავისუფლდება პრეზიდენტის და მისი ბიუროკრატიული აპარატის შენახვისაგან, ასევე ყოველ 5 წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნების დიდი ხარჯებისაგან და სხვა თანმდევი მოვლენებისაგან.
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მეფის შენახვა სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე პრეზიდენტისა, ამას კონსტიტუცია დაარეგულირებს.
ევროპის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში, მონარქების და მათი ოჯახების წლიური ხარჯები საკმაოდ მცირეა (დიდი ბრიტანეთის გარდა). ევროპული მონარქიების ანალოგიით იხელმძღვანელებს საქართველოც. ამის ისტორიული მაგალითები აქვე გვაქვს, ჩვენი დიდი მეფეები ფუფუნების მოყვარულობით არასოდეს გამოირჩეოდნენ.

 

კონსტიტუციური მონარქიის (სახალხო) ფორმა
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმას, რაში გამოიხატება ეს ფორმა:
საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, რასისა და წინაპრების სოციალური სტატუსისა, თანასწორი იქნება კანონის წინაშე უფლებებითა და ღირსებით. 
დღეს, მრავალი "ლიბერალი" ავრცელებს დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მონარქიის აღდგენით საქართველოში ბატონყმობა აღდგება. ამ პრიმიტიულ მონაჭორს სამწუხაროდ მრავალი ჩვენი თანამემამულე წამოეგო და "ლაიქებს" არ იშურებს ხშირად უხამსი დიატრიბის შემცველი პუბლიკაციების სასარგებლოდ. სოციალური ქსელებით მიდის (ხშირად გაუაზრებელი) "მსჯელობა" და ქილიკი იმის შესახებ, თითქოს პატრონყმობის საშიშროება გვემუქრება. სამწუხაროდ, ამ მიზანმიმართულ კამპანიას, ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენც შევუწყვეთ ხელი შეუფერებელი და საზოგადოების გამაღიზიანებელი უცხო პრაქტიკის შემოღებით, მაგ: "რაინდობის", "ქართული ტამპლიერობის", ჩინ-მედლებისა თუ ბანტიანი ორდენების ჩამოკიდებით და ა.შ. 
მივმართავთ ამ ადამიანებს და ვთხოვოთ, რომ მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციებისა და კანონებისათვის უცხო და მიუღებელი ინოვაციებით ნუ დავაყენებთ ამ დიდ საქმეს დარტყმის ქვეშ და ნუ გადავაქცევთ მავანთა გაუაზრებელი განკითხვისა და დაცინვის საგნად. 
ზემოაღნიშნული საქციელებით მონარქიის აღდგენის მიმართ მრევლში გაჩენილი გაუ
რკვევლობისა და იმედგაცრუების გასაფანტავად გთავაზობთ (სიახლეების შემოტანასთან დაკავშირებულ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას: - "გვინდა განვაცხადოთ, რომ ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა... საერთოდ, როგორც ტამპლიერთა, ისე სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისათვის უცხოა და მიუღებელი. ისინი თავის დროზე კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდნენ"...
კონსტიტუციური (სახალხო) მონარქიის შემთხვევაში გამორიცხულია თავადაზნაურთა შთამომავლობაზე რაიმენაირი პრივილეგიების მინიჭება. კონსტიტუციური სახალხო მონარქია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სამეფო ოჯახისთვის ან ყოფილი თავად-აზნაურობისთვის განსაკუთრებული ქონებრივი სტატუსის აღდგენას. უდაოა, რომ 21- საუკუნეში ნორმალურ ადამიანს აზრადაც არ მოუვა საკუთარ ხალხს პრეტენზია წაუყენოს იმ ქონებაზე, რომელზეც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, ღირსეულმა თავადაზნაურობამ, ერის სასარგებლოდ საკუთარი ნებით თქვეს უარი. 
1917
წლის 19 ნოემბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა 320-ზე მეტი დელეგატი საქართველოს ყველა კუთხიდან. თავად-აზნაურთა საერთო კრებამ ყრილობაზე დასასწრებად გამოარჩია:

 - გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზითბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი; 
 - დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილითბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი; 
 - მიხეილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილიბორჩალოს მაზრის წინამძღოლი; 
 - მიხეილ ვასილის ძე მაჩაბელი; 
 - ივანე დიმიტრის ძე აფხაზი; 
 - დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი; 
 - კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი; 
 - ვასილ ილიას ძე რცხილაძე; 
 - ვარლამ ჯანასლარის ძე ჩერქეზიშვილი; 
 - მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი; 
 - გენერალი გიორგი ალექსანდრეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი; 
 - დავით ოტიას ძე ნიჟარაძედასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი.


ილია ჭავჭავაძის დისწულმა - გენერალმა კოტე აფხაზმა ყრილობაზე გაახმოვანა საქართველოს თავადაზნაურთა კრების მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება:

 მე წარმოვდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის დავალებით, რათა გაუწყოთ თავადაზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობის თვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავად-აზნაურობის ქონების 26 მილიონი ოქროს მანეთი, (იმდროინდელი 8 მილიარდი ფრანკი) ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი. ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობით დატოვებული, არამედ იყო თავად-აზნაურობის მიერ შენაძენი ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში. თავად-აზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ. ამას გარდა სამოქალაქო ასპარეზზედაც. მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ”. 
ეს მაგალითი იმათ ამხელს, ვინც, კომპიუტერს მიმჯდარი, დილიდან საღამომდე აპროტესტებს მონარქიის აღდგენის შემთხვევაში "უქნარა" თავად-აზნაურობის მის ხარჯზე შენახვის "პერსპექტივას"...
ისტორიულად, მხოლოდ მეფე იყო სახელმწიფოს მთელი ქონების ერთადერთი და სრული იურიდიული მეპატრონე. საერისთაოები, სათავადოები თუ სხვა, იყო მის მიერ დამსახურებისამებრ ბოძებული ჯილდო თუ წყალობა, თუმცა იმ ქონებაზე იურიდიული პატრონობა სხვა მფლობელებს არ ჰქონდათ. მეფე გასცემდა და იბრუნებდა უკან (საჭიროების შემთხვევაში) ყველა სახის ქონებას. საქართველოში მონარქიის გაუქმებისთანავე, უკანონოდ გაუქმდა ქართული სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მთელი მისი ქონებაც. მართალია, ეს იყო ნაძალადევი აქტი რუსეთის მხრიდან, მაგრამ დღეს სრულუფლებიანი მემკვიდრეობა და მთელი ის ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ქართულ სამეფოს, ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, ანუ - ქართველ ხალხს.
სახელმწიფოს მხრიდან ნაციონალიზებული ქონების საკითხს კონსტიტუცია დაარეგულირებს, რათა გამოირიცხოს სხვადასხვა ბურჟუაზიის წარმომადგენელთა უაზრო პრეტენზიები. (მაგ: მიურატების პრეტენზია დადიანების სასახლეზე და სხვა). 
დღეს, ეროვნული თანხმობისათვის და ერთიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი უფლება მიუხედავად იმისა, თუ როგორი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ მისი წინაპრები ისტორიულ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მონარქიის აღდგენას. ყოვლადდაუშვებელია რაიმე სახით ქართული საზოგადოების დაყოფა, მითუმეტეს, კონსტიტუციით. პირიქით, ქართული სახელმწიფოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის უნდა დაფასდეს ყველა, მიუხედავად მისი სოციალური, გვაროვნული თუ ეთნიკური კუთვნილებისა.

 

კონსტიტუციური (სახალხო) მონარქიის უმთავრესი უპირატესობა 


ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი, ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფო, მართლმადიდებლობით, ღვთივკურთხეული სამეფოთი, სადაც მთავარი მოქმედი პირი იქნება ქართული საზოგადოეობა. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომლის მთავარი არსი იქნება: უფალი, სამშობლო, ხალხი და მეფე.
კონსტიტუციური მონარქია არ ზღუდავს რესპუბლიკურ პრინციპებს, ვინაიდან მეფეს არ ეყოლება პოლიტიკური გუნდი, ამგვარად, ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ ვერ მოხდება ხელისუფლების უზურპაცია. ასევე, სამეფო ოჯახის წევრებს არ ექნებათ უფლება იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ დაჯგუფების წევრები. (ეს აისახება კონსტიტუციაში).
გლობალიზაციის პირობებში ეროვნული თვითმყოფადობის და იდენტობის შენარჩუნების გარანტი იქნება სწორედ მეფე. მის ფუნქციებში შევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ენის სიწმინდესა და პოპულარიზაციაზე, ეროვნულ მეცნიერებაზე, განათლებაზე, კულტურაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა. 
საპარლამენტო მმართველობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა და პრემიერი. პრეზიდენტი კი არის სახელმწიფოს სიმბოლო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მართალია, პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გზით არის არჩეული, მაგრამ, თუ ჩვენ საპრეზიდენტო მოდელს შევცვლით ღვთივკურთხეული მონარქიით, (თანაც რეფერენდუმით) მეფეს ექნება ხალხის ნდობის კიდევ უფრო დიდი მანდატი, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, ასევე ჩვენი წმინდა წინაპრების გზით სვლის კუთხით.
კონსტიტუციური მონარქიის უმთავრესი უპირატესობა არის კონტრასიგნაცია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონარქის მიერ გამოცემული აქტები იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ პრემიერის, ან შესაბამისი მინისტრის ხელმოწერის შემდეგ და პირიქით, საკანონმდებლო აქტი თუ მთავრობის ბრძანებულება ძალაში შედის მხოლოდ მეფის დასტურის შემთხვევაში, ანუ ხელისუფლება მაქსიმალურად დაბალანსებულია.

საკონსტიტუციო მონარქია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გამოირჩევა სახალხო ხელისუფლებიანობისა და პარლამენტარიზმის რეალური არსებობით. აქედან გამომდინარე კონსტიტუციური მონარქიის დროს, კონტრასიგნაციის ინსტიტუტისა და სოლიდარული პასუხისმგებლობის პირობებში, მონარქი ხდება სახელმწიფოს უშიშროებისა და ერთიანობის გარანტი და რაც მთავარია, სამთავრობო და საპარლამენტო კრიზისების შემთხვევაში სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. კონსტიტუციით მეფე იქნება უმაღლესი მთავარსარდალი.
ტახტზე ასვლისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ მომავალი მეფე იყოს დომინანტი სარწმუნოების - საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და მისი სწავლების აღმსარებელი, მისი ინტერესების დამცველი და გამტარებელი. (ევროპული მონარქიების ანალოგი)

მონარქიის აღდგენით მთელი მსოფლიო გაიგებს რომ, მინიმუმ 23-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი ვართ.
მონარქიის არსებობა უდაოდ გაზრდის ქართველთა სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პასუხისმგებლობას. პროპორციულად გაიზრდება ეროვნული ღირსების განცდა და ამაღლდება სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების დონე. ამით მაქსიმალურად აღმოიფხვრება კოლონიალიზმისა და ათეიზმის ძველი გადმონაშთები, დაიძლევა ნაცმოძრაობის სადისტური მმართველობის შედეგად დანერგილი შიშის, არასრულფასოვნების განცდისა და უცხოეთზე დამოკიდებულების სინდრომი.
მონარქიის არსებობა არის და იქნება ასევე ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მყარი სიმბოლო და გარანტი. საუკუნეების მანძილზე, ბაგრატიონთა დინასტია იყო ასევე აფხაზ მეფეთა დინასტია, სწორედ აფხაზეთიდან დაიწყეს ბაგრატიონებმა საქართველოს გაერთიანება. მართალია, ხშირად საუბრობენ თანამედროვე და ისტორიული აფხაზების სხვაობაზე, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დღეისათვის, მთელი მსოფლიოსთვის აფხაზებად სწორედ ის ხალხი მოიაზრება, რომლებიც საკუთარ თავს აფსუას უწოდებს, ქვეყანას კი აფსნის. 
ასეა თუ ისე, აფხაზეთის მიწა-წყალი (რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო ქართლის ტერიტორიებზე) იყო და არის ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმური ტერიტორია. ამას აღიარებს ყველა დინასტია. მეფე იქნება როგორც აფხაზების, ისე ქართველების ისტორიული დინასტიის შთამომავალი. ორივე ერის შვილი და ორივე ერის ინტერესების დამცველი. (ეს აისახება კონსტიტუციაში). ასევე, საქართველოს მეფე იქნება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სათვისტომოთა ინტერესების დამცველიც, როგორც იყო ისტორიულად.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, აფხაზეთი გამოცხადდეს საქართველოს შემადგენლობაში მყოფ სამთავროდ, თავისი ავტონომიური უფლებებით.
კონსტიტუციური სახალხო მონარქიის შემთხვევაში სახელმწიფოს მართვა განხორციელდება ჩვეულებრივად, როგორც თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული. პარლამენტი შეასრულებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას, მის მიერ დანიშნული მთავრობა კი აღმასრულებელ ხელისუფლებას. მეფეს ძირითადად მაკონტროლებელი (კონტრასიგნაცია) და მორალური გავლენა ექნება ხელისუფლებაზე, რადგან ის სიმბოლურად წარმოადგენს მთელს ერს და ერთიან სახელმწიფოს. მონარქი იქნება განსახიერება ხალხის ნებისა, ცნობიერებისა, ტრადიციებისა და ხასიათისა. იგი ფაქტობრივად თითოეული მოქალაქის, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, მფარველი, უფლებების დამცველი და ქომაგია. მეფე, რომელიც კონსტიტუციით პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიებსა და დებატებზე მაღლა იდგება, შეასრულებს სახელმწიფოს მეთაურის, ნეიტრალური არბიტრისა და ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დამცველის ფუნქციას. ის იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისა. 
ის ფაქტი, რომ ბევრი კონსტიტუციური მონარქი დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ შემთხვევაში პრემიერის გადაყენების უფლებას, ითვლება სარწმუნო გარანტად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი არ ჩამოყალიბდება ავტოკრატად და დიქტატორად.

საქართველოს სამეფო ტახტის დინასტიური მემკვიდრეობის საკითხი 
წმინდა წერილში მაცხოვარი (როგორც განკაცებული მესია - ღმერთკაცი) არაერთხელ მოიხსენიება დავითის ძედ. მათეს სახარება იწყება უფლის (კაცობრივი) გენეოლოგიით: - "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისა"... (მათ. 1,1). 
დღემდე საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია, რომ ბაგრატიონებიც ისრაელის წმინდა მეფის - დავით მეფსალმუნის შთამომავლები არიან. ამიტომ იწოდებიან ბაგრატიონები დავითიანებად. ამ ფაქტს აღიარებს როგორც ქართული საერო და საეკლესიო ისტორიული წყაროები, ასევე მრავალი უცხოელი. 
ქართლის ცხოვრებში მოცემულია ბაგრატიონთა ზედმიწევნითი გენეოლოგია (სახელობითი ჩამონათვალი), რომელიც მათ ბიბლიურ წარმომავლობას ადასტურებს. (იხ. ქართლის ცხოვრება . I, გვ. 371-372). 
ისტორიულად დადასტურებულია ისიც, რომ წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებელი არის წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის პირდაპირი 78- შთამომავალი. (იხ. ქართლის ცხოვრება . I, გვ. 324). 
სხვა ხალხებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რა გვარის მეფე ეყოლებოდათ, იქ უმთავრესი იყო მონარქის მეფური წარმომავლობა. საქართველოში კი, აუცილებელი იყო მეფის დავითიან-სოლომონიანი  წარმომავლობა. ამიტომ იყო რომ, არც ერთ ქართველ განდგომილ ერისთავს (თუ თავადს) აზრადაც არ მოსვლია ბაგრატიონებ სამეფო დინასტია ჩაენაცვლებინა. საქართველოს ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე აღზევებული ფეოდალი მეფეს განუდგებოდა ხოლმე, თუმცა ის მაინც ბაგრატიონებში ეძებდა სუსტ, ან მცირეწლოვან "ტახტის მემკვიდრეს", რათა მისი საშუალებით ემართა ქვეყანა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სეპარატისტულ საქმიანობაში ხშირად ძლიერი უცხო მოკავშირე უმაგრებდა ზურგს, როგორი ცნობილი და დიდგვაროვანიც არ უნდა ყოფილიყო, ტახტზე ასვლას და საუფლო დინასტიის საკუთარით ჩანაცვლებას მაინც ვერ ბედავდა. ყველას ეშინოდა ღვთისმშობლის სისხლისმიერი ნათესავების დინასტიის დამხობა. (რუსეთის იმპერიასაც ძვირად დაუჯდა ბაგრატოვანთა მეფობის გაუქმება. ოქტომბრის რევოლუცია მსგავსი ღვთივსაწინააღმდეგო ქმედებათა ერთობლიობის შედეგი იყო).
აქედან გამომდინარე, თუკი ღვთის წყალობით საქართველოს მოსახლეობა ნელ-ნელა გააცნობიერებს ღვთივკურთხეული სახელმწიფო მოწყობის უპირატესობას და მოისურვებს ქვეყანაში სახალხო მონარქიის დამყარებას, აუცილებელია ტახტზე ავიდეს სწორედ ბაგრატიონთა შთამომავალი, რომელთაგან დღეისათვის (მემკვიდრეობის თვალსაზრისით) ყველაზე წინ დგას ჩვენი ნეოფიტე უფლისწული - გიორგი ბაგრატიონი.

 

ლ. ჩაჩუა

 

 


 

ეს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ დღეს დილით პარიზში გაიღვიძა!..

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პასუხობს გაზეთ – ,,ბანკები და ფინანსების" შეკითხვებს (გთავაზობთ ამონარიდებს):

,,ბანკები და ფინანსები": – აუცილებელია თუ არა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირის წევრად გახდომისთვის?

ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობა საქართველოსთან მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ეს ფორმატი არ ითვალისწინებს მაინცდამაინც ევროკავშირში გაწევრიანებას.

,,ბანკები და ფინანსები": – არსებობს თუ არა ცნება (სტატუსი) ევროკავშირის ასოცირებული წევრი. თუ მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა?

ასოცირების შესახებ ახალი შეთანმხება არ ითვალისწინებს ასოცირებულ წევრობას... ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატები არიან ისლანდია, მონტენეგრო, სერბია, მაკედონია და თურქეთი.

,,ბანკები და ფინანსები": – თურქეთს აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება?

თურქეთმა 1987 წელს შეიტანა განაცხადი მაშინდელ ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში... გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები თურქეთთან მხოლოდ 2005 წელს დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეთავებზე.

,,ბანკები და ფინანსები": – რომელ ქვეყნებს აქვთ დღეის მდგომარეობით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება?

ევროკავშირს აქვს .. სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმებები მაკედონიასთან, ალბანეთთან, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ისრაელთან, პალესტინასთან, იორდანიასთან, მაროკოთან, ეგვიპტესთან, ალჟირთან, ტუნისთან და ..

 გთავაზობთ მოსაზრებებს "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების" ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტის შესახებ:

 ზემოაღნიშნული დოკუმენტიმზა სახით იქნა შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ ჯერ პარაფირებისას და ახლა უკვე - ხელმოსაწერად. რამდენადაც ცნობილია, ხელისუფლების ორგანოებში ამ დოკუმენტზე მუშაობა ფაქტობრივად არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით სამთავრობო დაწესებულებებში ევროკავშირის ექსპერტებთან (ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში) ჩატარებულ კონსულტაციებს. ეს შეთანხმება არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების დეკლარაცია. იგი გარკვეულ ინსტიტუციურ ჩარჩოებში აქცევს საზოგადოების რიგით წევრებსაც: მეწარმეებს, ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს და .. სხვა საკითხია, თავად საზოგადოებას რამდენად აქვს ეს ბოლომდე გაცნობიერებული, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს ყველა ის სამთავრობო პროგრამა, დოკუმენტი და დეკლარაცია, რომელიც მიღებული იყო ბოლო წლების მანძილზე: - „ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წელი); საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წელი); ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასაქართველო 2020“ - პროექტი (2014წელი).

ხელისუფლებისგან მუდმივად ვისმენთ, რომ საქართველო შედის ევროპის 500-მილიონიან ბაზარზე, მაგრამ რამდენად არის ჩვენი წარმოება ამისთვის მზად და რამდენად შეგვიწყობს ხელს ევროპა საკუთარ ბაზარზე დამკვიდრებაში, ამაზე არავინ საუბრობს... საქართველოს ამჟამინდელი ტექნოლოგიური პოტენციალი ევროპულ ბაზარზე ჩვენი წარმოების დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია და სასოფლო სამეურნეო დარგში შრომის მწარმოებლურობა 60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის წილი დსთ-ის ქვეყნებთან შეადგენს 35,1%, ხოლო ევროკავშირთან - 26,7%, სადაც იმპორტი 3-ჯერ აღემატება ექსპორტს. დღეისათვის საქართველოს წილი ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 0,6%-ია და მაინც, ევროკავშირი იჩენს სიფრთხილეს, რომ ჩვენი ქვეყნიდან არ მოხდეს უკონტროლო ექსპორტი მის ტერიტორიაზე. ეს სიფრთხილე ასევე უკავშირდება როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვის კომერციულ ინტერესებს, ასევე იმასაც, რომ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებიდან (ასევე იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას დაწესებული აქვთ ეკონომიკური სანქციები), არ მოხდეს ევროპის ტერიტორიაზე უხარისხო და აკრძალული პროდუქციის შედინება.

ხელმოწერილი დოკუმენტისდანართი II – B” -ში ყურადღებას იქცევს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ექსპორტისას იბეგრებაბაზარზე შესვლის ფასით“. აღნიშნული გადასახადი ემსახურება უცხოეთში წარმოებული პროდუქციის ღირებულების გათანაბრებას ევროკავშირის ბაზრის ფასებთან. უბრალო ენით რომ განვმარტოთ, კახეთის ატამი, ან გორის ვაშლი არ უნდა იყოს (მაგალითად) ესპანურზე იაფი... ეს ჩამონათვალი პრაქტიკულად ეხება ქართული ხილის თითქმის ყველა და ბოსტნეულის ზოგიერთ სახეობას: კიტრს, პომიდორს, ყველა ციტრუსს, სუფრის ყურძენს, ვაშლს, მსხალს, ატამს, გარგარს, ბალს, ალუბალს, ქლიავს... ამდენად, დიდი მოლოდინი იმისა, რომ ქართული პროდუქცია დაიმკვიდრებს ევროპულ ბაზარს გადაჭარბებულად მიგვაჩნია, ისევე როგორც წინა ხელისუფლების მოლოდინი ჩინეთში ქართული ღვინის დიდი ოდენობით ექსპორტისა, რომლის მილიარდნახევრიანი მოსახლეობის ბაზარმა 6 წლის (2006-2012.) განმავლობაში შეიძინა იმ ქართული ღვინის მხოლოდ 10%, რაც რუსეთმა 4 თვის მანძილზე (ემბარგოს გამოცხადებამდე).

 ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირში შესაძებელი გახდება 4,4 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და 0,5ათასი ტონა ფრინველის ხორცის შეტანა, მაგრამ თავად საქართველოში ყოველწლიურად 60 ათას ტონაზე მეტი ხორცის იმპორტი ხორციელდება, რადგან შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად ხორცის წარმოების წილი მხოლოდ 36%- შეადგენს...

საქართველოში შიდა სამომხმარებლო ბაზრის 4/5 გაჯერებულია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული, ხშირად მდარე ხარისხის პროდუქციით და ამ სავალალო მდგომარეობას სასურსათო ბაზარზე სამამულო წარმოების წამყვანი როლის დაბრუნებით თუ გამოვასწორებთ.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი თუ არ ექნება, ის მაინც მოხდება, რომ ქართული ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხი ამაღლდება, მცირე და საშუალო საწარმოები უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ქართული სამამულო პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ შიდა მოხმარებისთვის იმპორტირებულ უცხოურ საქონელს ქართული ხარისხიანი პროდუქცია ჩაანაცვლებს..

მაგრამ, განა საქართველოს ოფიციალური მილიარდერ-მილიონერებით დაკომპლექტებული ხელისუფლება ამ სტანდარტების დამკვიდრებას თავად ვერ შეძლებდა?!..

2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით გამოწვეული საქართველოს ეკონომიკური ეფექტის მოდელირება. გამოკვლევით დაანონსდა: მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოკლევადიან პერსპექტივაში ზრდა - 1,7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 4,3%-ით. ექსპორტის ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში - 9%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში -12%-ით. შედარებისთვის: მხოლოდ 2014 წლის იანვარ-თებერვალში (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით) ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა და ეს ძირითადად განპირობებული იყო მხოლოდ რუსეთის ბაზრის არასრული გახსნით. სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციისთვის ამ ნაწილობრივ გახსნილ ბაზარსაც არ დახურავს...

 P.S. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ამან ევროპაში არალეგალური მიგრაციის ისეთი მასშტაბები შეიძლება მიიღოს, რომ რეადმისიის პროცესებიც ვეღარ იქნება ეფექტური, დიდი საფრთხის შემცველია ასევე საქართველოში აფრიკისა და აზიის დაბალ-განვითარებული ქვეყნებიდან მიგრანტთა შემოსვლის პრობლემა, რადგან საქართველო მათთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდება ევროპაში ემიგრაციისთვის. იმის გამო, რომ ევროკავშირი ამ პროცესის სერიოზულად შეფერხებას შეეცდება, მიგრანტთა დიდი ნაწილი დიდი ალბათობით არალეგალურად დარჩება საქართველოში და სხვადასხვა ხერხებით (ფიქტიური ქორწინება და ..) შეეცდება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას რათა გამარტივებული სავიზო რეჟიმით ისარგებლოს.

 

 

 


 

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ...

გაზეთი - „ახალი თაობა“ [მარიკა მჭედლიშვილი]

 პარტიაქართული იდეისლიდერს, ყოფილ პოლიტპატიმარ ლევან ჩაჩუას ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი აქვს. მისი შეფასებით, არც ერთ ძალას შორის სერიოზული დაპირისპირება არ ხდება. მით უმეტეს, არ იცვლება საგარეო კურსი. უბრალოდ, მთავარი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დამოუკიდებლები არ არიან, ამ გააქტიურებით ცდილობენ იმედგაცრუებული ხალხის მოტყუებას. ამ პოლიტიკური მოთამაშეების გეგმებშია იმ ადამიანების მომადლიერებაც, ვინც იმედს ღარიბაშვილზე ამყარებს და იმათიც, ვისაც ალასანიასი სჯერა.

 „ახალი თაობალევან ჩაჩუას ესაუბრა:

- თქვენი აზრით, მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, ხდება თუ არა პოლიტიკური გადაჯგუფებები?

- არანაირი სერიოზული დაპირისპირება არ ხდება. ამბობენ, რომ პარტიები პოლიტიკური ვექტორის მიხედვით ჯგუფდებიან. როგორ წარმოუდგენიათ ეს იმ დროს, როცა პოლიტიკური ძალების 99% ევროატლანტიკური ორიენტაციისაა? ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად ასეა. ეს გრძელდება ბოლო 25 წლის განმავლობაში. გადაჯგუფება და დაპირისპირება კი არ მიდის, ჩვენ თვალს ვადევნებთ ხალხის მორიგ მოტყუებას პოლიტიკური ხრიკების გამოყენებით.

- ანუ ამომრჩეველს ვითომ განსხვავებულ პროდუქტს სთავაზობენ?

- ხალხის მოსატყუებლად ერთმანეთს სასტიკადებრძვიანერთნაირი მოფლმხედველობისა და ორიენტაციის ძალები. ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვაფრთხილებდი მოსახლეობას, რომნაცმოძრაობადაქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ერთნაირი ორიენტაციის ძალებია და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლებოდა. ისინი ერთი ხელმძღვანელისგან იმართებიან. ახლაც მთელი ინსტიტუტები მუშაობს იმაზე, რომ სიტუაცია აკონტროლონ. მოსახლეობის გამოკითხვების შედეგად მათთვის ცნობილია, რომ ხალხმა არ მიიღო მთავარ ოპოზიციურ ძალად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ანუ კრიმინალური ბანდა, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა.

- და საჭირო გახდა ახალი ოპოზიციის გამოკვეთა?

- დიახ. შეიქმნა ამის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ალასანიასთავისუფალი დემოკრატებისადა რესპუბლიკური პარტიის ევროატლანტიკურ მიმართულებას. მათგან შორს არ დგას ნაცმოძრაობაში არსებული ძალები თავისი პორტირებული მაჟორიტარებით.

- ამით ბევრი რამით უკმაყოფილო ამომრჩეველი მოიმადლიერეს?

- ხალხის უკმაყოფილება და ნიჰილიზმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გამოჩნდა, როცა 65% საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე. ეს კრიზისის მანიშნებელი იყო. ეს კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდებოდა. ხალხს სხვა რაღაცეებთან ერთად გული გაუტყდა იმის გამო, რომ არ გასამართლდა რეჟიმი, არ დამყარდა სამართლიანობა. უცნაურია, რომ აქამდე შეფასება არ მიეცა იმ სისტემას, რომლის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, დედაქალაქის მერი და სხვა თანამედებობის პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი. „ქართულ ოცნებასარც სისტემური ცვლილებები გაუტარებია. არ გაუმჯობესებულა ხალხის მდგომარეობა. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის. რა ცვლილებები უნდა მომხდარიყო, როცა ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო! ერთის მხრივ, მთავარი პოლიტიკური ძალები იმართებიან აშშ- საელჩოდან, მეორეს მხრივ, საქართველოში რუსეთის ტანკები დგას და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებია. ჩვენ ვიმყოფებით ტერიტორიაზე, სადაც ორი ზესახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს და სადაც საქართველოს ხელისუფლება მარიონეტულია.

- ბოლოდროინდელი მოვლენები, ანუ, თქვენი შეფასებით, ხრიკები, რას ცვლის?

- „დათა თუთაშხიაშისეთურის სოფელში ჭაში ზის ქონდრისკაცი ზებო, რომელსაც ბაწარი უჭირავს ხელში. ეს ზებო ხალხის იმედს აკეთებს. ხალხს ატყუებენ, რომ მათი გათხრილი გვირაბი ჭაში ამოვა. სინამდვილეში, გათხრილი ხვრელი სხვაგან უნდა ამოვიდეს. ხალხი ამას ხვდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ ზებო ზარს ჩამოკრავს.

- არქიფო სათურის ხალხს მაგის იმედი ჰქონდა. ჩვენ მოსახლეობას რის იმედს უღვივებენ?

- ჩვენ მოსახლეობას ნატოში შესვლის თაობაზე ატყუებენ. ჯერ ერთი, უცხოელი მაღალჩინოსნები ღიად გვეუბნებიან, რომ საქართველოს წევრობა ნატოში ვერ მოხდება. მეორეც, ისედაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ვიმყოფებით და გაუაზრებელმა ნაბიჯებმა შეიძლება სულ გაგვანადგუროს. არ არის გამორიცხული, საქართველოში სირიის მაგალითის გამეორება, სადაც ერთმანეთს შეეჯახნენ ნატო და რუსეთი. ასეთ დროს საუბარი აღარ იქნება არა თუ საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებაზე, არამედ ქვეყანა იუგოსლავიასავით დაიშლება.

- ანუ მოსახლეობას ამ გადაჯგუფებებით ევროატლანტიკურ მომავალს ჰპირდებიან?

- ამ პოლიტიკური თამაშებით და ხრიკებით უნდათ არა მარტო იმათი გულის მოგება, ვინც დიდ იმედს ამყარებს ირაკლი ალასანიაზე, მასთან ასოციერებულ პროდასავლურ და ნატოში შესვლის კურსზე, არამედ იმათი მონადირებაც, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილისა სჯერა და ვისთვისაც რუსეთთან დალაპარაკება ნორმალურია. ორ ნაწილად გაყოფილი მოქალაქეები უფრო კატეგორიულები ხდებიან. ალასანიას მომხრეებს ნატოსა და ევროინტეგრაციის გარდა არაფრის გაგონება არ უნდათ, ღარიბაშვილის მომხრეები კი დასავლეთს ლგბტ-საზოგადოებასთან აიგივებენ რუსეთისკენ არიან ორიენტირებულნი. ამ კარგად დაგეგმილ სპექტაკლს ერთი რეჟისორი ჰყავს. ამ რეჟისორს მოქნილი ტექნოლოგიებით უნდა თავისი ავანტიურისტული გეგმების განხორციელება. ასე ხდება ორი ირაკლის გამოყენება საზოგადოების გასახლეჩად, ახალი პოლიტიკური სურათის შესაქმნელად. საიდან მოიტანეს, რომ ღარიბაშვილი არ არის პროდასავლური კურსის მიმდევარი? რომ ქვეყანამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია? ეს მეთოდები დასჭირდათ ხალხზე ზემოქმედებისათვის. საგარეო მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დამტკიცდა. ამაზე რაღას იტყვიან?!

- პარლამენტშიც ახალი სურათი იქმნება?

- იქაც იგივე პროცესებია. ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის. არანაირი სერიოზული ცვილებები არ ხდება. გადაჯგუფება-გადმოჯგუფებები პარლამენტშიც და სხვაგანაც მოჩვენებითია.

- 15 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს ნაცმოძრაობა...

- ამ აქციის გამოყენებაც მოხერხებულად ხდება საზოგადოებაზე ზემოქმედებისათვის. არ გინდათქართული ოცნება“?-აგერ მოდის ცოცხების პარტია და ნახეთ, რა მოგივათო. ამ აქციით დიდი ხანია ხალხს აშინებენ. თავის მხრივ, ნაცმოძრაობაც ბევრს ყვირის და კიდევ იყვირებს ივანშვილ-ღარიბაშვილის ვითომ პრორუსულობაზე. აქამდეც აღვნიშნე, რომ მიმდინარე და დაგეგმილ მოვლენებს ერთი რეჟისორი ჰყავს.

- სხვა პოლიტიკურ პარტიებს რისი იმედი გაქვთ?

- მე ჩვენს პარტიაზე გეტყვით. „ქართული იდეაახლა არ შექმნილა, მაგრამ ოფიციალურად თერთმეტი თვის დავიდარების შემდეგ დაგვარეგისტრირეს. მასში ის ხალხი გავერთიანდით, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკურ გარიგებებში, ვინც არ ყოფილა ჩინოსანი და კორუმპირებული. ჩვენთვის მთავარი ღმერთი, სამშობლო და ადამიანია. არც ერთ სახელმწიფოსთან არ გვინდა დაპირისპირება. არც ის მოგვწონს, როცა დასავლურ ღირებულებებს აუფასურებენ და ყველაფერი დასავლური გარყვნილებამდე დაჰყავთ. არც იმის მომხრე ვართ, რომ კატეგორიულად უარი ითქვას რომელიმე ქვეყანასთან კონტაქტზე. მით უმეტეს, როცა ეს საქართველოს ინტერესებს სჭირდება. „ქართული იდეაყველა სახელმწიფოსთან ნორმალურ ურთიერთობას უჭერს მხარს. ამასთან, ჩვენ არავისი მონები და მარიონეტები არა ვართ, არც ვიქნებით და ქართულ სახელმწიფოზე ვიზრუნებთ. განსაკუთრებული რესურსები არ გაგვაჩნია. თუმცა, მჭიდრო ურთიერტობა გვაქვს სამეცნიერო წრეებტან და გვაქვს ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის პროგრამები. ღვთისა და ერთმანეთის თანადგომის იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ღირებულებებს საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს. ხალხს ნამდვილად უნდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ არა მარიონეტები, არამედ დამოუკიდებელი და თან, მორწმუნე და ქვეყანაზე მზრუნველი პიროვნებები.

 

 


 

 

ღია წერლი საქართველოს პოლიტ-ელიტას


   იმ დროიდან, როდესაც ქართველმა ხალხმა ნათელ-იღო და საკუთარ დროშაზე ჯვარი გამოსახა, ქრისტეს პიროვნებას ცოცხალ ჭეშმარიტებად აღიქვამდა, ხოლო ამ ჭეშმარიტების ანარე
კლს ხედავდა = კეთილმსახურ ხელისუფალში, სულიერ მწყემსებში, სამშობლოს დამცველ და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირებში, რომლებსაც ხალხი სიკვდილის შემდეგაც როგორც ცოცხლებსა და უკვდავებს, ისე მიაგებდა პატივს. ხალხი მათ ადიდებს, როგორც ჭეშმარიტების შემმეცნებლებს, დამმოწმებლებსა და დამცველებს! აქედან გამომდინარე, არც მდიდარი, არც სწავლული, არც მბრძანებელი, არამედ წმინდანია ქართველი კაცის იდეალი!

   განა სამარცხვინო არ იქნებოდა ჩვენი დიდებული ხალხისათვის, რომ გახელილი თვალებით მისდევდეს იმ ბრმა იდეოლოგიას, რომელიც თრგუნავს ღმერთს და განადიდებს სტომაქს?! განა ქართველების რწმენას შეარყევს მიწაზე ზოოლოგიური სამოთხის შესახებ საოცნებო დაპირებები? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ამ საკითხზე ნაკლებად ფიქრობთ რელიგიური განურჩევლობით და ჰედონიზმით დასნებოვნებული დღევანდელი პოლიტ-ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც (ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან) სულიერ-ზნეობრივ პრობლემატიკასთან ფილოსოფიისა და უხეში პრაგმატიზმის პოზიციიდან მისვლას მიგაჩვიეს.

   წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები?! "ჭეშმარიტება ქრისტეანობაში არ არის დისკუსიული ცნება, არც თეორია და დოქტრინაა, არამედ ცოცხალი პიროვნებაა ღერთკაცისა - ისტორიული იესო ქრისტე". - წმინდა იუსტინე პოპოვიჩი. ამიტომ მან, ვინც თქვა, რომ: „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება“ (იოან. 14,6), ასევე ყველას აუწყა, რომ ადამიანებს მის გარეშე არაფერი შეუძლიათ: ”თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი“ (იოან.15,5). დაბოლოს, ქრისტემ შეახსენა ადამიანებს, რომ არ დაპირისპირებოდნენ ცოცხალ ჭეშმარიტებას, ანუ თვით მას, რათა არ შეჯახებოდნენ ლოდს, რომელიც ”იქმნა თავკიდეთა”. ის მკაცრად აფრთხილებს: ”რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა შეიმუსროს, და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი”. (ლუკ. 2, 18) ჩვენმა წინაპრებმა ეს სიტყვები შიშითა და სიხარულით მიიღეს ისე, როგორც მშენებლებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ აგებდნენ შენობას წარმართობის ქვიშაზე, უეცრად ცოცხალი ლოდი იპოვეს და სიხარულით შეუდგნენ შენებას! მაგრამ ამავდროულად აგებდნენ შიშითაც, რომ იმ ლოდზე არ დაცემულიყვნენ, ანდა თვით ლოდი არ დასცემოდათ, რადგან ეს ლოდი საშინლად დიდია, ძლიერია და ყოველგვარ მატერიალურ თუ ამასოფლის ძალაუფლებას განუზომლად აღემატება.

   მაგრამ თქვენ უარყავით ეს ლოდი და უღმერთო ლიბერალიზმის ქვიშაზე დაიწყეთ შენება, რაც, თითქოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ემსახურება, რეალურად კი თქვენი ბიზნეს ინტერესებისა და გავლენის გაფართოებას გულისხმობს და ამავდროულად განსხვავებული აზრის მქონე ეკლესიური ცნობიერების ადამიანთა მარგინალიზაციასა და ეკლესიის სამოქალაქო აქტივობიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად!

   ვიცი, ამ წერილით ყველას გადაგიმტერებთ, თუმცა რა გასაკვირია, როცა ეკლესიას და ერის სულიერ მამას დაუპირისპირდით, რომელსაც მხოლოდ არჩევნების წინ, ხალხის თვალის ასახვევად უჩოქებთ და ურცხვად ემთხვევით ხოლმე ხელებზე.

   ზეცისა და მიწის წინაშე გეუბნებით: თუ დაუყონებლივ არ შეინანებთ და ქართველი ერის გადაგვარების უშედეგო მცდელობას არ შეწყვიტავთ, ყველაზე საშინელი რამ დაგემართებათ: ეს მრისხანე ლოდი თავს დაგემხობათ და გაგსრესთ. და მაშინ ვერც თქვენი სიმდიდრე გიშველით, ვერც ძალაუფლება, ვეღარც თქვენი უცხოელი მფარველები...

   თქვენ თავი მოიტყუეთ და სხვებისგანაც მოტყუებული დარჩით. იმათ მოგატყუეს, ვინც ქრისტე უნიათოდ წარმოგადგენინათ; როდესაც სახარებაში ქრისტეს სიყვარულსა და მოწყალების შესახებ კითხულობდნენ, მათ ის სიტყვები გამოტოვეს იმ საშინელ ლოდს რომ შეეხება, ლოდს, რომელიც თავად ქრისტეა. ამ სიტყვებისაგან კი შეიძლება, ძარღვებში სისხლი გაეყინოს კაცს. ვინც ქრისტეს დაეცემა, შეიმუსრება, ხოლო ის, ვისაც ქრისტე დაეცემა, გაისრისება. იგი ცეცხლია, რომელიც ათბობს, მაგრამ შეუძლია დაწვას კიდეც!

   მე კი არ ვაკერპებ საკუთარ ერს, რომ დავბრმავდე და მის ნაკლოვანებებს ვერ ვხედავდე, მაგრამ როდესაც ვინმე დასაღუპად არის გამეტებული, იმ წუთებში მართლაც არაადამიანური საქციელი იქნება მის სისუსტეზე საუბარი. ქართველი ხალხი კი ამჟამად მართლაც სულიერ-ზნეობრივი გადაგვარებისთვისაა მიზანში ამოღებული. სამწუხაროდ, ამას თქვენ ვერ (ან არ) ამჩნევთ, რადგან, კონფორმიზმმა და რელიგიურმა გულგრილობამ მძიმე დაღი დაასვა თქვენს ცნობიერებას.

   ჩვენი სამშობლო არ არის რუსეთივით "ბირთვული სახელმწიფო"; არც თურქეთივით NATO-ს წევრი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა; არც ნავთობი და გაზი გვაქვს აზერბაიჯანივით და არც სომხების მსგავსი დიასპორა და "ლობი" გვყავს აშშ-ის კონგრესში... მაგრამ ჩვენ გვაქვს შეუდარებლად უფრო ძლიერი და ფასეული იარაღი: ჭეშმარიტი ღმერთის = იესუ ქრისტეს და მისი ყოვლადწმინდა დედის, მარიამ ღვთისმშობლის რწმენა, წილხვედრობა და მფარველობა, ერთადერთი და უეჭველი გარანტი ჩვენი სამშობლოს მომავლისა და კეთილდღეობისა. ჩვენს წმინდა წინაპრებს კარგად ესმოდათ სასიცოცხლო მნიშვნელობა დედაეკლესიისა - წმინდა მართლმადიდებლობისა, ამიტომაც მოვაღწიეთ აქამდე მტრებით გარეშემოჯარულებმა.

   ამ ხანმოკლე წუთისოფელში მხოლოდ ზეციური სამეფოსკენ სწრაფვით არის შესაძლებელი ხანგრძლივი დროით მიწიერი სამეფოს შენარჩუნება და რაც უფრო მალე გააცნობიერებთ ამას, მით მალე გამოხვალთ უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან.

   და, თუ არ გაითვალისწინებთ ეკლესიასთან მებრძოლთა ისტორიულ გაკვეთილებს და დაუპირისპირდებით მას, მაშინ იმავე ხვედრს გაიზიარებთ, რაც ყველა დროის ღვთისმბრძოლებს ხვდათ წილად! ნუ იყოფინ თქვენ ზედა!..

 ლ. ჩაჩუა

 

 


 

 

ჩვენს მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ 10 თვის განმავლობაში წარმოებული მრავალი დავისა და წინააღმდეგობის მიუხედავად 10 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული იდეა“. ღმერთმა სიყვარულით, სიმდაბლითა და ეკლესიის მორჩილებით გვამსახუროს საყვარელი სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენი სულების საცხონებლად.

 

 

გილოცავთ...

ქრისტესმიერი პატივისცემითა და სიყვარულით,

 

 ევან ჩაჩუა

 

 

 


 

 

საძიებელი სიტყვები: საზოგადოებრივ, პოლიტიკური, გაერთიანება, მოძრაობა, ქართული, იდეა, ლევან, ჩაჩუა, პოლიტპატიმარი, ვაკე, მოსაშვილი, ეროვნული, მიუწვდომელი, ქვეყანა, პრეზიდონტობის, კანდიდატი, საპრეზიდენტო, სამართლიანობის აღდგენა, რწმენითა, სიყვარულით, ღირსეული, მომავლისათვის, qartuli, idea, prezidentobis, kandidati, levan, chachua, politpatimari, rwmeniTa, siyvaruliT, Rirseuli, momavlisaken

 

 

 

 

2014 © Copyright  ქართული იდეა