პროგრამა

 

ოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის“ მიზანები და ამოცანები:

ა) დამოუკიდებელი, სამართლებრივი და ჭეშმარიტად ეროვ
ნული ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და კანონის წინაშე ნებისმიერი მოქალაქის თანასწორობა;
ბ) საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების (კონკორდატი) საფუძველზე ეკლესიის როლის გაზრდის ხელშეწყობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში;
გ) დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა;
დ) სამართლიანობის აღდგენა და ამ მიზნით ნაცმოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის პოლიტიკური შეფასება. რეპრესირებულთა (უკანონოდ დაპატიმრებული, ქონებაწართმეული, დახოცილი და სახელმწიფოს მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული პირების) სრული რეაბილიტაცია;
ე) თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა. პოლიტიკურ ველზე ახალი ჯანსაღი ძალების გამოჩენის მიზნით საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმირება, ამომრჩეველთა ზუსტი სიის დადგენა და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა;
ვ) სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობა ევროკავშირთან თუ სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან. ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება;
ზ) კეთილმეზობლური ურთიერთობა და ქმედითი თანამშრომლობა რეგიონისა თუ სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) სულიერ-ზნეობრივი და ჯანსაღი თაობების აღზრდის მიზნით განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება;
ი) თანამედროვე და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიულ პრიორიტეტად დასახვა;
კ) ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ფორმირება. ინვალიდებზე, სოციალურად დაუცველებზე და მსჯავრდებულებზე ზრუნვა. სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა;
ლ) ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნა. მიწის, წყლის, ტყისა და სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისებაზე უარის თქმა;
მ) სოფლის შენარჩუნების (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში) და სოფლის აღორძინების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სუფსიდირება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, მისი რეკლამირებისა და ქვეყნის გარეთ რეალიზაციისთვის მხარდაჭერა. შიდა სამომხმარებლო ბაზარზე უცხოეთიდან იმპორტირებული (ხშირად მდარე ხარისხის) პროდუქტების ჩანაცვლება ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით;
ნ) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ახალდაქორწინებულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური შეღავათებისა და დახმარების განსაზღვრა.
ო) ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობისა და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაცვა და მოვლა-პატრონობა

 


 

2014 © Copyright  ქართული იდეა